ლევან ნიკოლეიშვილი: როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, მართლმადიდებელ ეკლესიას რომ ომს გამოუცხადებ და შენი ქვეყნის მცველებს მონებს დაუძახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
643 21 მარტი 2023, 18:19

რამდენ სამხედროს აყენებ შეურაცხყოფას, რამდენ გმირულად დაღუპულს, ესე იგი მონები იყვნენ და იმიტომ შესწირეს სამშობლოს თავი? ისე, რა დღეში ვიქნებოდით ზურა გირჩივით, რომ ფიქრობდეს სამშობლოზე შეყვარებული, სამშობლოსთვის ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ყველაზე ღირსეული ადამიანები?!- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც პარლამენტთან „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება.

„ვინც ქართულ ჯარს რუსულ ჯართან აიგივებს, და ყველაზე ღირსეულ საქმის მსახურებას მონობას უწოდებს, ძალიან დაკომპლექსებული და შეშინებული „პოლიტიკური სუბიექტი“ თუ „პოლიტიკური პარტიაა,“ რომელმაც ოკუპაციას იმ მეთოდით ებრძვის, რაც მას ყველაზე კომფორტულად წარმოუდგენია-იხდის შარვალს, აჩვენებს ტრაკს და ფაქტობრივად ეუბნება welcome! მეორეა, რომ როდესაც ატარებს სამოსელსა და კეპს, რომელზეც სხვა ქვეყნის, თუნდა მეგობრულის, თუნდა პარტნიორის სიმბოლიკაა გამოსახული, სავარაუდოდ სწორედ უცხო ქვეყნის უპირატესობას უსვამ ხაზს, გეზიზღება ან მინიმუმ გეხამუშება ქართული-ამას ჰქვია მონობაც და ჩმორობაც! მესამე, იმდენად, როგორ უნდა გამაიმუნდე ( ბოდიში ნამდვილ მაიმუნებთან!), რომ თაღლითურად ფულის შოვნის გზად, სამხედრო სამსახურის არიდება და უცნაური, არ არსებული რელიგიების მსახურება მოიგონო! მეოთხე, 2008 წლის შემდეგ, სწორედ ქართული ჯარის მიმტოვებელი სახელისუფლებო პარტიის წევრი რომ ხდები, ეს არის რაღაც უცნაური მონობის გამოვლინება! მეხუთე ქართულ ჯარში სამსახურს, ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რუსულ ჯართან რომ გააიგივებ, მონაზე უარესი ხდები-მონის მონა! თავის დროზე ადამიანის სახელს, რომ დაგარქმევენ, და შენი ამ სახელში მცენარის ნაყოფს დაიმატებ, მგონი ყველაფერი წესრიგში არ უნდა გქონდეს! ისე ერთი წამით, რომ დაფიქრდე რამდენ სამხედროს, ყოფილს თუ მოქმედს, აყენებ შეურაცხყოფას, რამდენ გმირულად დაღუპულს, ესე იგი მონები იყვნენ და იმიტომ შესწირეს სამშობლოს თავი? ისე, რა დღეში ვიქნებოდით ზურა გირჩივით, რომ ფიქრობდეს სამშობლოზე შეყვარებული, სამშობლოსთვის ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ყველაზე ღირსეული ადამიანები?! ისე, როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ომს გამოუცხადებ და შენი ქვეყნის მცველებს მონებს დაუძახებ, მართლაც წარმოუდგენელია, ძალიან სამარცხვინო და მართლაც მონურია!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი