დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოდან გარიცხული რუსეთის პირობებში, მის აპარატში მუშაობს რუსეთის 90 მოქალაქე, მათ შორის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მოქმედი გენერლის ვაჟი - ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 22 მარტი 2023, 12:35

დიდ შეშფოთებას იწვევს ევროსტრუქტურებში გამოაშკარავებული კორუფციის დონე. ჯერ კიდევ 2014 წელს „საშინაო პოლიტიკის საკითხებში“ ევროკომისრის, სესილია მალმსტრიომის ანგარიშიდან შევიტყვეთ, რომ ყოველწლიურად ევროკავშირში კორუფციული ხარჯები 120 მილიარდ ევროს აღემატება. მას შემდეგ ღია წყაროებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაჟონვას ადგილი აღარ ჰქონია - მაგრამ ამ ხარჯების შემცირების შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ჯერ კიდევ კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობებიდან ჩანდა, რომ საერთაშორისო ლობიზმი სარფიან ბიზნესად იქცა.

„ყოველივე ამის გამოაშკარავებას „კატარგეიტის“ პროცესმა შეუწყო ხელი, რომელიც გეოგრაფიულად აუცილებლად გაცდება აზიის რეგიონს და უფრო ფართო არეალს მოიცავს, ხოლო კეთილსინდისიერი გამოძიების შემთხვევაში - აუცილებლად საქართველოსაც შეეხება.

ქართული მხარე ევროგამოძიებას ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდა, რომ არა იმავე დასავლეთის მხრიდან კოლონიალური ზეწოლა, ქვეყნის საკანონმდებლო სფეროში უხეში ჩარევა, ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მდგომი ადგილობრივ ლაქია-ვასალებზე სტიგმა „რუსული კანონის“ საკენკად გადაგდება. „ხალხის ძალამ“ ნამდვილად იცის, თუ რომელი ქვეყნების სამართლებრივი გამოცდილება გაიზიარა და ამ ქვეყნებს შორის ერთადერთი ვინც არ იკითხება - რუსეთია.

სამაგიეროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა „დოზით“ არის წარმოდგენილი ევროსტრუქტურებში რუსული სადაზვერვო დესანტი. შოკისმომგვრელია ინფორმაცია ევროსაბჭოდან გარიცხული რუსეთის პირობებში, მის აპარატში მომუშავე 90 რუსეთის მოქალაქის, აქედან ერთ-ერთის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მოქმედი გენერლის, ვლადიმერ ნებივაევის ვაჟის - იგორ ნებივაევის შესახებ, რომელსაც ევროსაბჭოში სწორედ რომ ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია. ამ ვითარებაში, და ანტიკორუფციული სკანდალის გათვალისწინებით, საქართველოს ნდობა „რუსული კანონის" შემოღების გზაზე დამდგარი ევროპარლამენტის მიმართ, უსამართლო და მიკერძოებული ბოლო სამი რეზოლუციის ფონზე - კიდევ უფრო დაქვეითებულია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი