გიორგი ცუცქირიძე - საერთო ქულის მიხედვით საქართველოს შეფასება აღემატება, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 17 მარტი 2020, 15:13

"დღეს როდესაც მთელი მსოფლიო კორონა ვირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, როგორც არასდროს ,სეთი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია", - აცხადებს ქსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

"ამ თვალსაზრისით უდავოდ უნდა გამოიყოს ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, რომელიც რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს. გარდა ამისა, ამ კომპონენტებიის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP)  და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსსაც.

2020 ნ კვლევა კი რამდენიმე მიმართულებით არის აღსანიშნავი.

1. საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში მე 16 ადგილიდან 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მიხედვით საქართველოს შეფასება აღემატება, როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელსაც (61.6 ქულა). თვალსაჩინოებისათვის ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ განვითარებული ეკონომიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიც ისლანდია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, , კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, თუ იაპონია არიან.

2. მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმულია, ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო 7 წელიწადში განიცადა ეკონომიკური ზრდის და სტრუქტურული ტეფორმების მიმართულებით, მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

3. 2020 წლის კვლევას დიდი მნიშვნელობა ექნება წმინდა საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, რასაც საგარეო მოთხოვნის სტიმულირებისათვის უდიდესი დატვირთვა ექნება. აღსანიშნავია. რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა პრაქტიკულად ყველა წამყვანი საინვესტიციო მიმზიდველობის მიმართულებებით, იქნება ეს საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა), ხოლო საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა, ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. შედარებისათვის თუნდაც 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი კვლევაც არის სრულ თანხვედრაში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებთან და არის ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული როგორც ეკონომიკის თავისუფლების, ასევე კირუფციასთან ბრძოლის და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით", წერს თავის ფეისბუქ გვერდზე გიორგი ცუცქირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ
NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს
„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ვაჟა სირაძე: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
არქივი