ანდრია გვიდიანი მამუკა ხაზარაძეზე: სინამდვილეში, ქველმოქმედებად შემოსაღებული აქტი, სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ვალდებულებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
549 27 მარტი 2023, 10:00

სასაცილოა - საერთოდ რა ქველმოქმედებაზეა საუბარი?! სინამდვილეში, ქველმოქმედებად შემოსაღებული აქტი, სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ვალდებულებაა!!! - ვალდებულება და არა კეთილი ნება, - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში სამი დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემის შესახებ ინფორმაციას.

როგორც გვიდიანი განმარტავს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეძენილი ქონების სანაცვლოდ, ხაზარაძის შპს-მ სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა, რაც თავად სააგენტოს მიერ ვალდებულების სახით იყო გაწერილი. მისივე თქმით, უხერხულია, როდესაც მამუკა ხაზარაძე ვალდებულების შესრულების ქველმოქმედებად გასაღებას ცდილობს.

„მოკლედ, ყალბი ქველმოქმედებით პოლიტიკური ქულების წერას ვერ ელევიან ქართველი პოლიტიკოსები. დღეს მთელი დღეა სოციალურ ქსელში მხვდება ამბავი, თუ ვითომ როგორ "აჩუქა" მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები. თურმე როგორი კეთლი და როგორი უანგაროა.

ასაცილოა - საერთოდ რა ქველმოქმედებაზეა საუბარი?! სინამდვილეში, ქველმოქმედებად შემოსაღებული აქტი, სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ვალდებულებაა!!! - ვალდებულება და არა კეთილი ნება.

კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ წალენჯიხაში არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონი გამოაცხადა. აღნიშნული ქონების სანაცვლოდ კი, ვალდებულების სახით არის გაწერილი, რომ შენობაში მცხოვრებ სამ დევნილ ოჯახს მყიდველმა საცხოვრებელი სახლები უნდა გადასცეს. ეს ქონება მამუკა ხაზარაძის შპს-მ იყიდა და იქ მცხოვრებ დევნილებს სხვაგან უყიდა სახლები. ეს არის სრული ისტორია მარტივად.

ძალიან უხერხულია, როცა ასეთი Fake ქველმოქმედების აქტით ცდილობს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას.

P.S. - ან ვის ატყუებთ? ან რით ვერ გაიგეთ, რომ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს? ან რატომ ფიქრობთ, რომ ამ ყალბი სპექტაკლებით ხალხის კეთილგანწყობას მოიპოვებთ?

P.P.S. - გაუგებარია ეს ყველაფერი პოლიტიკურადაც, პიარულადაც და, ცხადია, მორალურადაც“, - წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი