დავით ქართველიშვილი: თემა, რომელსაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი შეეხო, ჩემთვის ცალსახად „ანტიქრისტეს ტახტმაშენებლების“ გააქტიურებას უკავშირდება - მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საქართველო და ქართველობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
627 27 მარტი 2023, 12:26
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თემა, რომელსაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი შეეხო, ჩემთვის ცალსახად „ანტიქრისტეს ტახტმაშენებლების“ გააქტიურებას უკავშირდება, რომლებიც საკუთარი დედამიზნის მიღწევას მრავალფეროვან ცალკეულ ამოცანათა ერთობლიობის პრიზმაში განიხილავენ, სადაც მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - საქართველო და ქართველობაა.

გლობალური მასშტაბით, თუ რას მიაღწიეს უკვე და რის მიღწევას აპირებენ სამომავლოდ - ეს პროცესი ძალიან კარგად ჩანს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა - პლანეტის მოსახლეობის შემცირების მიღწევა: ომების გაჩაღებით, რასობრივი და ქვიარ-თეორიებით, გენდერული არჩევანით მოზარდებში, სქესობრივი „მრავალფეროვნებით“ დემოგრაფიული კატასტროფების ხელოვნურად გამოწვევით, ტრადიციული და კონსერვატიული საზოგადოებების ჩამოშლით, ახალგაზრდობის „გენმოდიფიცირებით“, მოსახლეობის ერთ მართვად ბიომასად გადაქცევით, პოლიტიკური ექსპანსიით ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებით, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებით, ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის დამკვიდრებით და ა.შ.

საქართველოში ამ მზაკვრული გეგმების არაერთი მაგალითი ვიხილეთ უკვე ჩვენ თვალწინ - ლიბერალური ფაშიზმის მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი იდენტობის ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმარება, დედა-ეკლესიის წინააღმდეგ დაუფარავი ბრძოლა, ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. 

საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, ეროვნული ოპოზიციის, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის, დედაეკლესიის უპირველესი ამოცანა ამ ფსევდოლიბერალ-გლობალისტების გეგმების ხორცშესხმის წინააღმდეგ ერთიანი პატრიოტული ფრონტით გალაშქრებაა. და ამ ბრძოლაში ნურავის ნუ დააბრკოლებს თითქოსდა ძალების არაპროპორციულობა. საქართველოს ამქვეყნიური და იმქვეყნიური მფარველების წინაშე ვერცერთი სატანისტური ძალა იბერიაში ფეხს ვერ მოიკიდებს, თუკი ერის ჯანსაღი ნაწილი „მტკიცედ და შეურყევლად“ იქნება გაერთიანებული ჩვენი დედასამშობლოს საბაზისო ღირებულებების ირგვლივ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი