კეზერაშვილი “პალიტრა მედიას” აფინანსებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2243 27 მარტი 2023, 16:30
ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, დავით კეზერაშვილმა "პალიტრა მედიის" დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიულ ხელმძღვანელებთან დაახლოებულმა პირმა მოგვაწოდა. 

მისივე გადმოცემით, ამ ეტაპზე კეზერაშვილი სრულად ისტუმრებს მედიაჰოლდინგის იმ გადაცემათა ხარჯებს, რაც პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე კეთდება. ამის სანაცვლოდ კი მან მოითხოვა საინფორმაციო პოლიტიკის კურსის ცვლილება, რაზეც მიიღო გარანტიები და ჰოლდინგის საინფორმაციო პოლიტიკაც ეტაპობრივად იცვლება და იხრება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. კეზერაშვილის მოთხოვნა იყო ხელისუფლების მადისკრედიტირებელი შინაარსის სტატიების გამოქვეყნება სხვადასხვა პლატფორმებზე, რაც ასევე დაკმაყოფილდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა უჯდება ყოველთვიურად "პალიტრა მედიის" შენახვა ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელ კეზერაშვილს.

საინტერესოა, რომ შუამავალი კეზერაშვილსა და "პალიტრა მედიას" შორის ნაცების ფინანსური მამის, იგივე კეზერაშვილის, ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანია. სწორედ მას აქვს დავალებული ახალი გარიგების ბუღალტრული უზრუნველყოფა!

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ თაიმსი“ - აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტს უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს
დავით ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
არქივი