ზურაბ ქადაგიძე: გონივრული ეჭვი არსებობდა, რომ რადიკალები კეზერას ჯიბეში სხედან, რაც ორ ფრაზაში დაგვიდასტურა ოპოზიციის მამა-მარჩენალმა მაროდიორმა - წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა იყოს ოპოზიცია, რომ დროშად მიშა ჰყავთ, დროშის ტარად - კეზერაშვილი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 04 აპრილი 2023, 09:53
„კამიკაძე“ ქამარშემორტყმული ოპოზიცია ამტკიცებს, ჩვენ კეზერაშვილის ფულთან საერთო არაფერი გვაქვსო, უფრო მეტიც, „კეზერვიზიის“ ჟურნალისტებმა - დახმარება მხოლოდ ფული ხომ არ არისო? - ახლა გინდ აღიარეთ და გინდ - იუკადრისეთ, თქვენმა მარჩენალმა ბრძანა, - ხშირად დაეთრევიან ჩემთან სამათხოვროდო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ეჭვი, რომ ოპოზიცია კეზერაშვილისგან ფინანსდებოდა, ახლა დადასტურდა და ასეთი „ინტელექტისა და გონებრივი დიაპაზონის“ მამა-მარჩენლები, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ტელეეკრანებზე, რათა მალე მოხდეს რადიკალების პოლიტიკური დეტონაცია.

„კეზერაშვილმა ოპოზიციას, ჯერ  „შავები“ ჩააცვა და მერე ასაფეთქებელი ქამარი გაუკეთა წელზე... პროევროპულ  ძალებს მე ვეხმარებიო... ანუ, რისი გონივრული ეჭვიც ამდენი ხანია, საზოგადოებაში მუსირებს, რომ ჩვენი „ეროვნული“ რადიკალები კეზერას ჯიბეში სხედან, ორ ფრაზაში დაგვიდასტურა ოპოზიციის მამა-მარჩენალმა მაროდიორმა... დღეს დილიდან კი „კამიკაძე“ ქამარშემორტყმული ოპოზიცია ამტკიცებს, არა, ჩვენ კეზერაშვილის ფულთან საერთო არაფერი გვაქვსო. უფრო მეტიც, „კეზერვიზიის“ ჟურნალისტებმა - დახმარება მხოლოდ ფული ხომ არ არისო? არა, ალბათ მორალურ და ფსიქოლოგიურ გვერდში დგომას გულისხმობდა თქვენი მეურვე. ახლა გინდ აღიარეთ და გინდ - იუკადრისეთ, თქვენმა მარჩენალმა ბრძანა, - ხშირად დაეთრევიან ჩემთან სამათხოვროდო... ისე, წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა იყოს ოპოზიცია, რომ დროშად მიშა ჰყავთ, დროშის ტარად - კეზერაშვილი! ჰოდა თქვენი პროევროპელობა არ გაიშვას, თქვე კეზერაშვილის ჯიბის პოლიტიკოსებო! მიდი კეზერ, შენ დაუკარ და ესენი იბუქნავებენ... P.S. ჩემი აზრით, ასეთი „ინტელექტისა და გონებრივი დიაპაზონის“ მამა-მარჩენლები, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ტელეეკრანებზე, რათა მალე  მოხდეს რადიკალების პოლიტიკური დეტონაცია. მეტი კეზერა რადიკალურ ოპოზიციას!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი