აშშ-ის პოზიცია კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი გახადა კელი დეგნანმა, რომელმაც ღიად გვითხრა, რომ ფაქტები გვაქვს, მაგრამ არ გეტყვით, არ გთვლით ამის ღირსად, საქართველოში უფროსები ჩვენ ვართ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
582 06 აპრილი 2023, 13:04
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადება მოსამართლეების დასანქცირების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური აქტია. ამას ყველა ხვდება და ბაიდენის მთავრობის მცდელობა, ქართველი ხალხი ჩლუნგებად წარმოაჩინოს, უშედეგოა. ქართველი ხალხი აზროვნებს! რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, მათ დაცვას არ შევეცდები, რადგან არ ვიცი, რა კორუფციულ გარიგებებში მიიღეს მონაწილეობა. რატომ არ გვაწვდიან  ფაქტებს და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლებიან?, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დამამცირებელია, როდესაც აშშ საკუთარ გადაწყვეტილებას არგუმენტებით არ ასაბუთებს.

„ამერიკის პოზიცია კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი გახადა ქართველი ხალხისთვის კელი დეგნანმა, რომელმაც ღიად გვითხრა, რომ ფაქტები გვაქვს, მაგრამ არ გეტყვით, არ გთვლით ამის ღირსად, საქართველოში უფროსები ჩვენ ვართ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო. 

ასე გადმოსცემენ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტი და მათი ელჩი საქართველოში. ანუ, ასე ამცირებენ ქართველ ხალხს. 

რეალურად კი რა ხდება? 

ხდება ის, რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამერიკა იბრძვის, წაგვართვას სასამართლო, თავისუფალი მართლმსაჯულება მათგან მართვადი გახადონ და ამით სრულად მართონ ქვეყანა. ამას უწოდებენ ისინი „სასამართლოს რეფორმას“.  თუკი სასამართლოს წაიღებენ, მაშინ არჩევნების ბედსაც, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, ისინი გადაწყვეტენ. ვინც უნდათ და ვინც მათი ყურმოჭრილი მონა იქნება, იმას მოიყვანენ. ეს არის სიმართლე - ქართველი ხალხი აღარ იქნება საკუთარი ქვეყნის მმართველი, ჩვენ სრულად დავკარგავთ სუვერენიტეტს. 

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ამ პოლიტიკური აქტით, ამერიკის მთავრობა ამბობს, რომ სასამართლო მომეცით, რათა შემდეგ არჩევნები წაგართვათ და ხელისუფლებაში ჩვენგან მართული პოლიტიკური გუნდი მოვიყვანოთო. ანუ, სისხლიანი რეჟიმი დავაბრუნოთო“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი