9 აპრილს, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას აპირებენ - ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
524 06 აპრილი 2023, 15:32
იცით სად გადის თავხედობისა და ცინიზმის წყალგამყოფი თავისუფალ ქართველებსა და ლაქიებს შორის? დიახ, 9 აპრილზე - იმ დღეზე, რომელიც თავის ტრაგიკულობასთან ერთად, უდიდესი სიამაყისა და ზეიმის სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა „დავითმა“ შიშველი ხელებით მონსტრი - „გოლიათი“ დაამარცხოს, თუნდაც პატარა ბიჭებისა და გოგონების, მათი მამებისა და ბებიების მსხვერპლის ფასად, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი საბჭოთა მონსტრი დაამარცხოს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

მისივე თქმით, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები აპირებენ, 9 აპრილს, საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსები გამართონ.

„დღეს კვლავ გვითენდება მორიგი 9 აპრილი. დღეს მორიგ მონსტრს, მორიგ იმპერიას - „გლობალური ომის პარტიის“ სახით - იმ 9 აპრილის, იმ დახოცილი ბავშვების, მამებისა და ბებიების მონაპოვრის ფეხქვეშ გათელვა სურს, და, ამ მიზნით, ქართველებისთვის ამ საკრალურ და წმინდა ადგილას, თავისი აგენტებისა და ლაქიების შაბაშის მოწყობა განიზრახეს. იმ ლაქიების, რომლებსაც ყოველ წელს 9 აპრილის მემორიალზე აღმართული ჯვრის ჩამოხსნა სურთ, მაგრამ შიში ოხერია, ვერ ბედავენ.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 1989 წლის შემდგომ წლებში, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ყვავილებით ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსეთის ოფიცრები იკრიბებოდნენ და საქართველოს მომავალზე მიტინგებს მართავდნენ? 2023 წლის 9 აპრილს ამ იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები - ნეოიმპერიალისტებისა და ნეოკოლინიზატორების ლაქიები აპირებენ საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა.

ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი 9 აპრილს, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების მემორიალთან, ჯერ არავის უნახავს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი