დავით ქართველიშვილი პრეზიდენტზე: ეროვნული ღალატია, როდესაც შინაგანად მზად ხარ პოლიციის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოო, ხოლო ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უდიდესი ჯალათები და კრიმინალები ციხიდან გამოუშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
577 10 აპრილი 2023, 13:27

ეროვნული ღალატია, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ეროვნულ საპოლიციო დანაყოფებს გენერალ როდიონოვის დამსჯელ რაზმებს ადარებს. ეროვნული ღალატია, როდესაც 9 აპრილს 21 დაღუპული ქართველი გოგო/ბიჭის, მათი მამებისა თუ ბებიების სულის მოსახსენებლად წუთიერი დუმილიც გეზარება, რომლის გამოხატვა, უკრაინის მიმართ პარლამენტში არცერთ მოსვლაზე არ გავიწყდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბოლო სამი პრეზიდენტის ხელში, ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოები გაუფასურდა, ვინაიდან სხვადასხვა ორდენი მიღებული აქვთ მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და სხვა მსჯავრდადებულებს.

ქართველიშვილი ასევე ეროვნულ ღალატად აფასებს პრეზიდენტის მზაობას, პოლიციელის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოოს, მსჯავრდადებულები კი - შეიწყალოს, თუმცა, მას ამ ნაბიჯების გადადგმისგან ხალხის მოსალოდნელი რეაქცია აშორებს.

„ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მოღვაწეობს და ქმნის ისტორიას უამრავი თავმდაბალი პატრიოტი, რომელიც ასევე შეუმჩნევლად ტოვებს წუთისოფელს, მაგრამ სახელმწიფო ზუსტად რომ მათნაირების მიწიერ დანატოვარზე აგრძელებს თავის არსებობას. მათი ღვაწლის დაფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, მედალი, რომელიც, უღირსი პრეზიდენტის ხელში, ეროვნულ სირცხვილად და ღირსეული ადამიანების დაცინვად იქცევა.
როგორ შეიძლება ქვეყნის ნორმალურ დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების, ბრწყინვალებისა და ვახტანგ გორგასლის „ორდენოსნობა“ უხაროდეს მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, ვიქტორ იანუკოვიჩის ან სხვა უამრავი დაჯილდოებული არაკაცების, ჯალათებისა და კრიმინალების გვერდით. ჯონ ლენონმა 1969 წელს ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო დედოფალს მისი ქვეყნის უღირსი საგარეო პოლიტიკის გაპროტესტების ნიშნად დაუბრუნა. ხოლო საქართველოს ბოლო სამი უღირსი პრეზიდენტის ხელში რა დონემდე გაუფასურდა ქვეყანაში სახელმწიფო ჯილდოს ფასი - ეს არის სრული კოშმარი, კატასტროფა და ეროვნული ღალატი.

ეროვნული ღალატია, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ეროვნულ საპოლიციო დანაყოფებს გენერალ როდიონოვის დამსჯელ რაზმებს ადარებს. ეროვნული ღალატია, როდესაც 9 აპრილს 21 დაღუპულ ქართველი გოგო/ბიჭის, მათი მამების თუ ბებიების სულის მოსახსენებლად წუთიერი დუმილიც გეზარება, რომლის გამოხატვა უკრაინის მიმართ პარლამენტში არცერთ მოსვლაზე არ გავიწყდება.

ეროვნული ღალატია, როდესაც შინაგანად მზად ხარ, პოლიციის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოო, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უდიდესი ჯალათები და კრიმინალები ციხიდან გამოუშვა. ხოლო ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებიდან გაშორებს - ხალხის შიშია, რომლის უსამართლობით გადავსებული ფიალა შეიძლება იმ დონემდე მიიყვანო, რომ ორბელიანის სასახლიდან საზღვარგარეთ გაქცევა, მესამე პრეზიდენტისა არ იყოს, სანატრელი გაგიხდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი