თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობოებზე: რატომ წარმოადგენენ ისინი მხარეს პოლიტიკურ პროცესებში და რით ამართლებენ წესით, აპოლიტიკურნი, ყველაზე მეტად საკუთარ პოლიტიზირებას.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
543 12 აპრილი 2023, 14:10
„ეს არის სიტყვები სიტყვებისთვის, რომლებიც კოლექტიურ არასამთავრობოებს ერთ-ერთ აქტივობად ეთვლებათ“, - ასე ეხმაურება Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გუშინდელ განცხადებას.
მისი თქმით, ეს არის არასამთავრობოების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან არასამთავრობო სექტორს არანაირი უფლება და მიზნობრივი დატვირთვა არ გააჩნია კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელ სამუშაო პროცესში. „ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივას დასჯერდეს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე გარკვეული პირობები შეასრულოს - ქვეყანა პოლიტიკურად გაერთიანდეს, შეიმუშაოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის და სხვა ამგვარი, ოპოზიციური სპექტრის პირობებში მარტივი არ არის. ოპოზიცია ევროკომისიის მოთხოვნაზე - მხარეებმა დაიწყონ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ამ პროცესიდან საკუთარ თავს გამორიცხავს, ვალდებულებით ფსონს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდზე დებს და საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის. კანდიდატის სტატუსის მიღებას სჭირდება საქმისადმი ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის გააზრებული, შეთანხმებული, პრაგმატული მოქმედებები. დეპოლარიზაცია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა და სხვა - ის საკითხებია, რომლებზეც სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიციისაგან განსხვავებით, დიდი ხანია მუშაობს და პოლიტიკურ დავალებას არსად გაურბის. ამ ფონზე, მეტად პოლიტიკური, საკუთარ თავს აცდენილი, არასამთავრობო სექტორის მხრიდან გაკეთებული გუშინდელი განცხადება, რომ სახელისუფლებო გუნდმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, უბრალოდ წამოსროლილ უფუნქციო სიტყვებს ჰგავს. დიახ, ეს არის სიტყვები სიტყვებისთვის, რომლებიც კოლექტიურ არასამთავრობოებს ერთ-ერთ აქტივობად ეთვლებათ (ალბათ ეს აქტივობა ორგანიზაციის ბიუჯეტშიც გაწერეს). ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან არასამთავრობო სექტორს არანაირი უფლება და მიზნობრივი დატვირთვა არ გააჩნია კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელ სამუშაო პროცესში. ეს არის არასამთავრობო სექტორის როლისადმი ფასის დადების მცდელობა, რაც უბრალოდ გამორიცხულია, რადგან ყველამ იცის, რომ არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე მეტად პოლიტიკურია, ხშირად პირდაპირი მხარეა და ძირითადად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. ერთი რამ ფაქტია - მესამე სექტორის, კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტური და შეუზღუდავი ფუნქციონირებისათვის ქართულ სახელმწიფოში ყველა ზომა მიღებულია. საკანონმდებლო ბაზის გამართულობა და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების არსებობა გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტულ გარემოში დაფინანსების მიღების შესაძლებლობა (მათ შორის ქვეყნის საზღვრების გარედანაც) უპრობლემოდ ხდება, თუმცა ქართულ რეალობაში ბუნდოვანია იმის დადგენა, თუ რა სამუშაო პრიორიტეტები გააჩნიათ არასამთავრობოებს საქართველოში, რამდენად მაღალია მათი რეკომენდაციების თუ მოთხოვნების იმპლემენტაციის კოეფიციენტი სახელისუფლებო ორგანოებში?! რატომ წარმოადგენენ ისინი მხარეს პოლიტიკურ პროცესებში და რით ამართლებენ წესით, აპოლიტიკურნი, ყველაზე მეტად საკუთარ პოლიტიზირებას. მაქვს სულ სამად სამი კითხვა - რა ფორმით უნდა ჩაერთოთ არასამთავრობოები კანდიდატის სტატუსის მისაღებად სახელისუფლებო გუნდის მიერ უკვე დაწყებულ სამუშაოებში?! რას ნიშნავს თქვენი მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ თქვენ, თქვენის მხრივ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს?!
თქვენ, არასამთავრობო სექტორი, ამ ახალი ფუნქციით, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერთ, გამოდის, რომ პირდაპირ აღიარებთ კანდიდატის მისაღებად დაწყებულ სამუშაო პროცესში ოპოზიციის უუნარობასა და უფუნქციობას და გამოდის, გსურთ ჩაანაცვლოთ ისინი?! ქართულ სახელმწიფოში ინსტიტუციური იერარქია ყველა დონეზე საკმაოდ კარგადაა გაწერილი, ამიტომ თქვენი ჩვეული როლი, თუნდაც ძალიან პოლიტიკურიც, თქვენ როლადვე რჩება და სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაწყებულ სამუშაოებში თქვენი განცხადების მიუხედავად, თქვენი ადგილი უბრალოდ არ არის“, - წერს თამთა მეგრლიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი