ნიკა მელია: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე – რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს „გამოსავალს“, „ახსნასა“ და „განმარტებას“ ეძებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
627 12 აპრილი 2023, 16:12

დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ახლა ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალს“ ეძებს, მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, ადამიანი არ არის დამნაშავე, ვიდრე არ დაადგენს სასამართლო.

„ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV. მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე - რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს „გამოსავალს“, „ახსნასა“ და „განმარტებას“ ეძებენ. შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია. მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალსა“ და „ახსნას“ ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება. ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე - ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა „დავალებიდან“ გამომდინარე. თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა „მოსახერხებელი“ პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან - ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ - ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, - წერს მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი