ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი ჟურნალისტების სახელით რომ არ შემორჩნენ პროფესიას და ისტორიას, საჯარო განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ „ფორმულადან“?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 13 აპრილი 2023, 10:32
პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი, „ბიბისის“ საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელშიც დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორად არის მოხსენიებული, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 მეგრელიშვილის განცხადებით, “ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალების გასაჯაროების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „ფორმულას“, წესით, ჟურნალისტები უნდა ტოვებდნენ. 

 „რა მაინტერესებს, ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი ჟურნალისტების სახელით რომ არ შემორჩნენ პროფესიას და ისტორიას წესით საჯარო განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ ფორმულადან?! თუ მეშლება და არასწორად ვფიქრობ?“ - წერს ვახტანგ მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი