დავით ქართველიშვილი: აშშ-ს საელჩოს პოზიციაა - "ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ბრალდებებში, დანარჩენი თავად გამოიკვლიეთ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
491 20 აპრილი 2023, 11:01
საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის საქმიანობას და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანი საქართველოში ანტისამართლებრივი და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წაქეზებით არის დაკავებული. 

 „აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აგრძელებს ანტისამართლებრივ, ანტისაკანონმდებლო საქმიანობის წაქეზებას საქართველოში. საკითხავი მხოლოდ ერთია - რამდენ მსგავს მცდელობას ექნება ადგილი მისი სახით, საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლამდე. კელი დეგნანი დღეს ცდილობს სამართლებრივი ზღვარი წაშალოს საქართველოს მართლმსაჯულების ისეთ პოზიციებში, რასაც ჰქვია კორუფციის ფაქტების გამოვლენა ქვეყნის სასამართლო სისტემაში. როდესაც საქართველო მიმართავს თხოვნით საკუთარ პარტნიორს, აშშ-ს - მოგვაწოდონ მოსამართლეთა კორუფციის დამადასტურებელი მტკიცებულებები - გვესმის გამაოგნებელი პოზიცია: თქვენ, არა - საპარლამენტო კომისიას მივაწვდით. კი ბატონო! აშშ-ს საელჩოს პოზიციაა - "ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ბრალდებებში, დანარჩენი თავად გამოიკვლიეთ". ამ გაუგებარი ბრალდებების გამოსაძიებლად, საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი ქვორუმის ვერ შეკრებაში მოქმედ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ. ამიტომ, ქალბატონი დეგნანის რისხვა საკუთარი შეგირდების მიმართ უნდა იქნას მიმართული. თუმცა, შეგირდების "ბოიკოტი" და "ჯანყი" მკვებავი ძუძუს - აშშ-ს საელჩოს მიმართ, სავსებით გასაგებია. როდესაც ოდესღაც ერთიანი "ე.ნ.მ." - დღეს იმსხვრევა რამდენიმე ნაწილად, გაუგებარია ქალბატონი კელი დეგნანის "ფსონი" ამ ნამსხვრევების რომელ ნაწილზე დაიდება და რაც მთავარია - ეს "ფსონი" დაემთხვევა თუ არა საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის არჩევანს..." - წერს ქართველიშვილი. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი