თამარ ჩიბურდანიძე საქსტატის მონაცემებზე -"ევროინტეგრაცია მიგრაციის კატალიზატორია და თუ გვსურს ევროპა, ამას უნდა შევეგუოთ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
580 27 აპრილი 2023, 20:51
"ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ მიგრაციის საკითხზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს. 

ჩიბურდანიძის თქმით, საქართველოდან მოქალაქეები უმეტესად იმიტომ კი არ გადიან, რომ აქ ეკონომიკური კრიზისია და შიმშილობენ, არამედ იმიტომ, რომ მათ საშუალება მიეცათ უცხოეთში უფრო მეტი გამოიმუშაონ. 

 "საქსტატის მონაცემებზე ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მიდის არნახული სპეკულაცია. ციფრებს კითხულობენ ისე, როგორც მათ სურთ და მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე მთავარი ტყუილი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ თურმე რაც უფრო სწრაფად მოხდება ჩვენი ევროინტეგრაცია, მით უფრო მალე დაიკლებს მიგრაციის მაჩვენებელი. 

 შეუძლებელია არ იცოდნენ თავად ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება მიგრაციის მხრივ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის საერთაშორისო საიტებზე და შეუძლიათ ნახონ, თუ რამდენად გაიზარდა მიგრაცია ბალტიისპირეთში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. თითქმის ერთი მილიონით შემცირდა ლიეტუვის მოსახლეობის რაოდენობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. 

რამდენიმე მილიონით შემცირდა ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების მოსახლეობაც. როდესაც მოსახლეობას აქვს საშუალება თავისუფალი გადაადგილების, ის აუცილებლად იმოძრავებს უკეთესი პირობების და სამსახურის საპოვნელად. როდესაც ბრიტანეთიდან ამერიკაში მიემგზავრება მოსახლეობა უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის, რა გასაკვირია, რომ საქართველოდანაც გავიდნენ. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს კარგად იციან, თუმცა, მოსახლეობის ზომბირებას ეწევიან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, თითქოს ამაში დამნაშავე მხოლოდ ხელისუფლებაა. რეალურად კი, გაზრდილი მიგრაციის მიზეზი ევროპული სახელმწიფოებიდანაც კი, მოსახლეობის თავისუფალი მოძრაობა და უვიზო მიმოსვლაა. 

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, თუკი აქამდე საქართველოდან ძირითადად უმუშევარი ფენა გადიოდა, ახლა დიდი ნაწილი დასაქმებული ფენა გადის და თან მაღალანაზღაურებადი სამსახურებიდან. ბევრს უკვირს ეს ფაქტი და ვერ ხსნიან. ოპოზიცია კი აქაც ამწვავებს და ამბობს, რომ საქართველოში იმდენად მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურებსაც კი ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან. 

ესეც დიდი ტყუილი და დილეტანტიზმია. სინამდვილეში კი ქართული მიგრაცია გახდა ევროპული მიგრაციის მსგავსი. ევროპაში ემიგრაციაში გადის სწორედ უმეტესად დასაქმებული ფენა არა იმიტომ, რომ მათ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისია, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი უნდათ. გამარტივებული მიმოსვლა მათ თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. 

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოდან უმეტესად იმიტომ კი არ გადიან, რომ აქ ეკონომიკური კრიზისია და შიმშილობენ, არამედ იმიტომ, რომ მათ საშუალება მიეცათ უცხოეთში უფრო მეტი გამოიმუშაონ. რაც შეეხება მოსახლეობას, თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა ევროინტეგრაცია ამ და მომავალში კიდევ უფრო გაზრდილი უარყოფითი მიგრაციის მაჩვენებლებით? კვლევები გვიჩვენებს, რომ ევროკავშირი მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანია. და თუ ასეა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროინტეგრაცია მიგრაციის კატალიზატორია. თუ გვსურს ევროპა, ამას უნდა შევეგუოთ", - წერს Facebook-ში თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი