ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანის რუსეთის ბაზრის  დივერსიფიკაციაზე გაკეთებულ განცხადებაზე: ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით ამერიკის ბაზრის ათვისებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
626 28 აპრილი 2023, 15:37
„ხალხის ძალის“ წევრი  ზურაბ ქადაგიძე აშშ - ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა "უნდა გაგრძელდეს ბაზრების დივერსიფიკაციის ძალისხმევა, რომ არ იყოთ რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი" 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დაუშვან პირდაპირი ფრენები, გაამარტივონ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაცია დამყარდება ამერიკულ საზოგადოებასთან.


„ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით, ამერიკის ბაზრის ათვისებას.
დაუშვით პირდაპირი ფრენები, გაამარტივეთ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაციას დავამყარებთ ამერიკულ საზოგადოებასთან.
გადადით ქმედებაზე და დაგვიმტკიცეთ, რასაც საუბრობთ.
თუ არა და  პოლიტიკური მიმომხილველივით, ყველაფერზე კომენტარის კეთება არ გეზარებათ, ან არ გეუხერხულებათ? 
მაშინ ჩავთვლით, რომ ამ განცხადების უკან,  კიდევ ერთი პოლიტიკური თითლიბაზობაა და სხვა არაფერი...
NOTHING PERSONAL JUST BUSINESS...“ - წერს ქადაგიძე FACEBOOK - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი