ვატო შაქარიშვილი ზურაბ გურულზე: როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე - გასაკვირი არ არის ნაც-ლიბერალების, ამ უსამშობლო, უსულო არსებების, დამოკიდებულება ხვალინდელ შეკრებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
576 29 აპრილი 2023, 12:25

როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება! მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს, - ასე ეხმიანება კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას.

შაქარიშვილის თქმით, გურულის განცხადება იმის შესახებ, რომ 30 აპრილს დაგეგმილი აქციის დაწყების დრომ „რომელიღაც უცხო ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებული ფეხბურთის რიგითი მატჩის“ გამო გადაიწია, ადასტურებს იმას, რომ აქციის მიზანი გაუგებარია როგორც გურულისთვის, ისე სხვა ლიბერალებისთვის.

„როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება! მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს! გასაკვირი არ არის ნაც-ლიბერალების, ამ უსამშობლო, უსულო არსებების, დამოკიდებულება ხვალინდელ შეკრებასთან მიმართებაში! ვერც ამ ერთობის მიზეზსა და მიზანს გაიგებენ და ვერც ხვიჩას გამო 1 საათით გადაწევას თუ გადმოწევას! სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, იციან რაც მოხდება ხვალ, რამხელა ენერგია შეიკვრება სამშობლოზე გულანთებული ქართველების ერთობით! ხვიჩასაც ვუგულშემატკივრებთ! ქვეყანასაც დავიცავთ! მშვიდობას გავუფრთხილდებით! ტრადიციებს შევინარჩუნებთ! თქვენთვის უცხოს და საძულველს, ჩვენთვის სათაყვანებელ სამშობლოს ვუერთგულებთ სანამ პირში სული გვიდგას!“, - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი