თამარ ჩიბურდანიძე: რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
649 29 აპრილი 2023, 12:46

დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას, ვერ და არ ღალატობენ, - ამის შესახებ facebook გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

„ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების რიგი პოლიტიკოსების ქმედება ბევრ კითხვას ბადებს ჩვენში. ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი დატვირთული ვიზიტები პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თუმცა რამდენჯერაც წამოვიდა დადებითი მესიჯები ევროპიდან, იმდენჯერ რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები მწვავე კრიტიკით ამ პოზიტივის გადაფარვას ცდილობენ. სენატორ შაჰინისა და USAID ხელმძღვანელის სამანტა პაუელის ნეგატიური და უსამართლო განცხადებები საქართველოს შესახებ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ჩამოდიან ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა არაფერია, თუ არა ხელის შეშლა სტატუსის მიღების პროცესში. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოსამართლეების დასანქცირება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას ვერ და არ ღალატობენ. თუმცა, ისიც გასაგები უნდა იყოს მათთვის, რომ ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს გუშინდელი დღეა და ადგილობრივი ამომრჩევლისგან მათ პერსპექტივა არა აქვთ. ამიტომ, უმჯობესია, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ან სანდო წყაროდან მიიღონ ინფორმაცია, ან ხელი აიღონ იმ განზრახვაზე, რაც უკვე აშკარად იკითხება. ყველანი ვხვდებით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში. ევროპამ ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა როგორც ჩანს, მათივე ზეწოლის შედეგად. დღეს კი, გვჯერა, რომ ევროკავშირი იქნება უფრო პრინციპული და გაბედული. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებით, გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, სწორედ ევროპის ინტერესებიც“, - წერს facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი