სოსო არჩვაძე: სამომხმარებლო ფასები 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, შემცირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
496 03 მაისი 2023, 13:28

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით შემცირდა.

„სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 თვის მანძილზე (2202 წლის დეკემბრიდან) საქართველოში უკვე მეოთხე თვეა დეფლაციური, აღნიშნული მაჩვენებლის დინამიკა წინა პერიოდის ანალოგიური მაჩვენებლებისაგან მაინც რიგი თავისებურებებით გამოირჩევა, რომელთაგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს:

ა) წინა პერიოდთან შედარებით (როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით), ფასების ასეთი პოზიტიური ცვლილება საქართველოში პირველად დაფიქსირდა ბოლო 28 თვის მანძილზე (2020 წლის დეკემბრის შემდეგ);

ბ) ინფლაციის წლიური ტემპი 2023 წლის აპრილში ჯერადად (- 4.7-ჯერ!) ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (ინფლაცია 2022 წ. აპრილში - 12.8%);

გ) წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში (2.7%) ბოლო წლების მანძილზე პირველად ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს;

დ) 12 თვის საშუალო ინფლაცია წინა 12 თვის საშუალოსთან, პირველად ბოლო 16 თვის მანძილზე, ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს და 9.6 პროცენტი შეადგინა (გასული წლის აპრილში - 12.2%);

ე) სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 2020 წლის აგვისტოს შემდეგ -პირველად ბოლო 33 თვის მანძილზე (!) - დაფიქსირდა ფასების შემცირება წინა თვესთან შედარებით (-2.1%).
ინფლაციური წნეხის, სამომხმარებლო ბაზარზე და მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობასა და განწყობებზე ფასების მატების ასეთი შემცირება განპირობებულია ეკონომიური ზრდისა და ეროვნული ვალუტის კურსის საგრძნობი გამყარებით.

ფასების სტაბილურობა, ეკონომიკის საკმაოდ მაღალი დინამიზმის ფონზე, უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და პოზიტიური განწყობის საგრძნობ ზრდას. ყოველივე ეს მიღწეულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრული, მიზანმიმართული საქმიანობით ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის მხარდაჭერისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის მასტიმულირებელი ღონისძიებების და გარე ნეგატიური ფაქტორების ნეიტრალიზაციისათვის გადადგმული თანმიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების საფუძველზე“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი