დავით ქართველიშვილი: ნაცების "უნტერ-ოფიცერი" დეგნანი ყოველდღიურად მათრახით რომ შემოუვლის პოლიტიკურ პლანტაციაზე თავის უნიჭო და უნიათო მონებს - ესეც ხომ ჩვენი ყოველდღიურობის სურათია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
473 03 მაისი 2023, 14:05
„მაშინ, როდესაც IRI-მ "made in khabe" ნაცებს "made in melia"-სთან შედარებით 8%-იანი რეიტინგული ზრდა დაუფიქსირა და ეს პროცენტი 14-მდე გაუზარდა, სულ რაღაც ერთ კვირაში, NDI-მ ხაბეს პარტიას ისტორიულად რეკორდული განაჩენი გამოუტანა - 5%“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი NDI-ს და IRI-ს კვლევებს.
ქართველიშვილის თქმით, მოცემული ორგანიზაციებიც კი გადაირიენ იმ ტოქსიკურ გარემოში, რომელიც საქართველოში მათივე „პატრონებმა“ შექმნეს.
„ნაცსექტა რომ დილის ყავის ნაცვლად ერთმანეთის "ნომრიანი მშობლების" მოხსებიებით არის დაკავებული, ამას უკვე მივეჩვიეთ. მათი ფანატიკოსი, გენდერულად პირობითი მდედრები ერთმანეთს თმებს რომ უპუტავენ ყოველდღე: "მიშა ძველებურად რატომ აღარ გიყვარს" საბაბით - ესეც არახალია ჩვენთვის. მათი "უნტერ-ოფიცერი" დეგნანი ყოველდღიურად მათრახით რომ შემოუვლის პოლიტიკურ პლანტაციაზე თავის უნიჭო და უნიათო მონებს - ესეც ხომ ჩვენი ყოველდღიურობის უკვე მოსაბეზრებელი სურათია, მაგრამ...
...თქვენც, ბრუტუსებო? NDI და IRI? თქვენი ერთად სწრაფად წაკითხვისას - "ნოდარი" რომ გამომდის და ყოველ ჯერზე, მელაძე რომ მახსენდება. "სიამის ტყუპებივით" რომ გვევლინებით პერიოდულად საკუთარი "ეგზოტიკური" კვლევებით - თქვენც კი გადაირიეთ იმ ტოქსიკურ გარემოში, რომელიც შეგიქმნეს საქართველოში თქვენივე პატრონებმა? ტყუილისა და ფალსიფიკაციის ზე-დოზირება მოგივიდათ? სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაშინ, როდესაც IRI-მ "made in khabe" ნაცებს "made in melia"-სთან შედარებით 8%-იანი რეიტინგული ზრდა დაუფიქსირა და ეს პროცენტი 14-მდე გაუზარდა, სულ რაღაც ერთ კვირაში, NDI-მ ხაბეს პარტიას ისტორიულად რეკორდული განაჩენი გამოუტანა - 5%. 2024 წლამდე მაინცდამაინც ერთმანეთს ნუ დახოცავთ, იმიტომ რომ ყველაზე სწორ მონაცემს არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი დადებს. მერე თქვენს კვლევებზე ერთად ვიცინოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი