ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 03 მაისი 2023, 19:36

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელი 20-მდე ევროპარლამენტარმა მოაწერა.

“დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართოთ, რათა ნიკა გვარამიას შეწყალება განიხილოს. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ”, - წერს გრეგოროვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი