დავით ქართველიშვილი: "ნაცების" "მასტერა" მკვლელობებს გეგმავდა, ეს "მასტერი" მღერის. ასეთი განსხვავებაა "ქოცებს" და "ნაცებს" შორისაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
591 06 მაისი 2023, 16:24
“საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველა პერიოდს ჰყავდა თავისი "მასტერა" - სექტანტებს ჯალათების ცნობილი "სუპერვაიზერი", "ოცნების" დროს - რეპერი. ეს პირველი - მკვლელობებს გეგმავდა, ეს მეორე - მღერის.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ქართველი რეპერის, “მასტერის” ახალი სიმღერის ირგვლივ გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება. ქართველიშვილის თქმით, სექტანტებს "ქილერაც" ჰყავდა, "მასტერას" დაგეგმილი წამების შემსრულებელი. "მასტერებს" შორის განსხვავებულობისა არ იყოს, აქაც იგივეა: ის პირველი "ქილერა" აწამებდა და აუპატიურებდა, "ოცნების" მიერ ჩამოყვანილი "ქილერები" მღერიან. “რეპის ფანი ან მიმდევარი არ ვარ. ვარ ადამიანობის, მორწმუნეობის, პრინციპების დაცვის მიმდევარი. ამ ყველაფრის გამო ვინმეს დაბულინგების, დაცინვის, შეურაცხყოფის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველა პერიოდს ჰყავდა თავისი "მასტერა" - სექტანტებს ჯალათების ცნობილი "სუპერვაიზერი", "ოცნების" დროს - რეპერი. 
ეს პირველი - მკვლელობებს გეგმავდა, ეს მეორე - მღერის. სექტანტებს "ქილერაც" ჰყავდა, "მასტერას" დაგეგმილი წამების შემსრულებელი. ის "ქილერა", უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ყველაფერი რომ გადადეს და "პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი" რომ მიანიჭეს - თურმე პუტინის გინების გამო "ოცნების" სახელით ავიწროვებდნენ. იმ "ოცნების", რომელსაც წელს "ბლექ სი არენაზე" ამერიკული ჯგუფი The Killers ჩამოჰყავს. "მასტერებს" შორის განსხვავებულობისა არ იყოს, აქაც იგივეა: ის პირველი "ქილერა" აწამებდა და აუპატიურებდა, "ოცნების" მიერ ჩამოყვანილი "ქილერები" მღერიან...”- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი