თამთა მეგრელიშვილი ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: ახალგაზრდები იმსახურებენ საუბარს და არა იმ ტვინის რეცხვას რომელსაც ლიბერალები ასე აქტიურად სჩადიან 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
517 08 მაისი 2023, 15:10
ქალბატონო ელისო, ეს კადრი რომელიც გაასაჯაროვეთ ტიპიური ლექცია არ არის, ეს არის პარლამენტში მისი ახალგაზრდებთან შეხვედრის ამსახველი კადრი. დიახ, ის ესაუბრება ახალგაზრდებს, რაც მისაბაძი და საჭიროა,” - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით წერს, სადაც ახალგაზრდებთან ირაკლი კობახიძის შეხვედრაა ასახული. 
მეგრელიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე, ლევან ბერძენიშვილის და მისი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ახალ თაობას ესაუბრება და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. 
„ირაკლი კობახიძეზე საუბარი უნდა გაბედო! მე მის ბიოგრაფიას აქ არ მოგიყვებით, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ ის საკუთარი საქმის პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. იურიდიული განათლება საქართველოს გარდა გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი. ვის ვის და მას, ლევან ბერძენიშვილთან და ლევანივით მოაზროვნე სხვა ადამიანებთან შედარებით, ყველაზე მეტად აქვს უფლება ესაუბროს ახალ თაობას, სტუდენტებს და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.
 ქალბატონო ელისო, ეს კადრი რომელიც გაასაჯაროვეთ ტიპიური ლექცია არ არის, ეს არის პარლამენტში მისი ახალგაზრდებთან შეხვედრის ამსახველი კადრი. დიახ, ის ესაუბრება ახალგაზრდებს რაც მისაბაძი და საჭიროა. ახალ მოაზროვნე თაობასთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია, ახალგაზრდები იმსახურებენ იყვნენ მოსმენილნი. ახალგაზრდები იმსახურებენ საუბარს და არა იმ ტვინის რეცხვას, რომელსაც ლიბერალები ასე აქტიურად სჩადიან. მაქვს კითხვა: აღნიშნული ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებს ან თავად ირაკლი კობახიძეს რამით აკნინებს?! არა და არა! შეინახეთ ეს ფოტო, ახლა ნამდვილად არ გადგებათ. ნუ ცდილობთ გამოიყენოთ უნივერსიტეტები თქვენს ბინძურ საქმეებში,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი