ედიშერ გვენეტაძე - ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: ითხოვს უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას და ასევე დაჟინებით ითხოვს ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილით პოლიციას ცეცხლი წაუკიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
607 08 მაისი 2023, 15:33
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, უკრაინის დროშის ჩამომხსნელი პირის და პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებულ დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მორალი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დროშის ჩამომხსნელის დასჯის პარალელურად, მოითხოვოს პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებული პირის გათავისუფლება. 

„აი ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: 1 - უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას ითხოვს 2 - ასევე დაჟინებით ითხოვს ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით პოლიციას ცეცხლი წაუკიდა.“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი