თამარ ჩიბურდანიძე: ნუ გეშინიათ, უთხარით ახალგაზრდებს ორბელიანის მოედანზე, რომ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების შედეგად შეიქმნა ევროკავშირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
592 09 მაისი 2023, 12:25
"ასწავლეთ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის ისტორია. ეს დღეც ჩვენი ისტორიაა, 700 000 ქართველი ებრძოდა ფაშიზმზს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ იყო", - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე ორბელიანის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

მისი თქმით, სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების დამსახურებაა დღევანდელი დღე და ამ დღემ დაუდო საფუძველი ევროკავშირის შექმნას, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა.
"დილიდან ვუსმენ ორბელიანის მოედნიდან რეპორტაჟებს პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ევროპის დღეს აღნიშნავენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვერც ორგანიზატორებისგან და ვერც ახალგაზრდა მუსიკოსებისგან ვერ მოვისმინე ის, რომ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და სწორედ ამ დღემ დაუდო სათავე ევროკავშირის შექმნას ჯერ ეკონომიკური მიზნით, ხოლო მოგვიანებით სხვა მიმართულებითაც.
ახალგაზრდები აღნიშნავენ ევროპის დღეს და არ იციან,  რომ ეს დღე ვერ იქნებოდა  ფაშიზმზე გამარჯვების გარეშე. გასაგებია, რომ არ სურთ იმ ზეიმს შეუერთდნენ, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირთან და დღევანდელ რუსეთთან ასოცირდება. მაგრამ რატომ? მეორე მსოფლიო ომში ხომ მილიონობით ევროპელი ებრძოდა ფაშიზმს. ის ებრაელებიც ხომ ევროპელები იყვნენ, რომლებიც ამ სისასტიკემ იმსხვერპლა? და, რაც მთავარია, დღეს ორბელიანის მოედანზე მისული ახალგაზრდების წინაპრებიც ხომ ამ ომში იბრძოდნენ? მათი ბრძოლის შედეგია 9 მაისი. ვინ იცის, რამდენი მათგანის ოჯახის წევრია დაცემული ქერჩში, სევასტოპოლში, კავკასიის მისადგომებთან თუ სხვაგან. ასწავლეთ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის ისტორია. ეს დღეც ჩვენი ისტორიაა, 700 000 ქართველი ებრძოდა ფაშიზმზს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ იყო. ეს დღე თავად ამ ახალგაზრდების ოჯახების ისტორიაც არის. მათ საოჯახო ალბომებში აუცილებლად მოიძებნება  წინაპრების ფოტოები და შესაძლოა, ბრძოლის ველიდან გამოგზავნილი სამკუთხა წერილებიც კი. ნუ გეშინიათ, უთხარით დღეს ახალგაზრდებს ორბელიანის მოედანზე, რომ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების შედეგად შეიქმნა ევროკავშირი. რომ არა რაიხსტაგის თავზე აფრიალებული გამარჯვების დროშა, ჩვენ დღეს ევროპის დღეს ვერ ვიზეიმებდით, დღეს ევროპა ფაშიზმის დიქტატურისგან განადგურებული ქვეყნები იქნებოდა. ეს დღე თითოეულ ევროპელს და ქართველს ეკუთვნის, ვინც იცის, რა საფრთხე აირიდა მსოფლიომ თითქმის ერთი საუკუნის წინ. ვულოცავ ღონისძიების ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ამ გამარჯვების შედეგად შექმნილ ევროპის დღეს! ვულოცავ თავად ევროპას ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი