გია გაბრიჭიძე: პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
645 18 მაისი 2023, 15:26
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „პოზიტიური მშვიდობის ინდექსს“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საინტერესოა ოთხი პუნქტი, რომლებსაც ოპოებზე აგურის თავში ჩარტყმის ეფექტი აქვს: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა; ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა; კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ინფორმაციის თავისუფლება


„ინფორმაცია, რომელსაც ე.წ. კრიტიკული მედია ნამდვილად არ გააშუქებს:
- 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:
1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა;
2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო;
3. კორუფციის დაბალი დონე;
4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა;
5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე;
6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან;
7. ინფორმაციის თავისუფლება;
8. რესურსების სამართლიანი განაწილება.
ძალიან საინტერესოა ოთხი პუნქტი, რომლებსაც ოპოებზე აგურის თავში ჩარტყმის ეფექტი აქვს: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა; ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა; კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ინფორმაციის თავისუფლება“- წერს გია გაბრიჭიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი