დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვა ასე დაიწყო - „რატომ აძლევთ თავს უფლებას თქვათ”…თქმის უფლებასო!.. არ ვაჭარბებ!.. კონსტიტუციებმა მიანიჭეს ეს უფლება ზოგადად, ადამიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 18 მაისი 2023, 17:20

საინტერესო დღეები გვაქვს პარლამენტში - გუშინ „ნაცებმა“ ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ „ნაციონალების“ პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან.

„დღეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვა ასე დაიწყო - „რატომ აძლევთ თავს უფლებას თქვათ”… თქმის უფლებასო!.. არ ვაჭარბებ!.. არჩეულ დეპუტატის წინაშე დასმულ კითხვაში გამოიყენა ეს ფორმულირება… ცივილიზაციამ და შესაბამისმა კონსტიტუციებმა მიანიჭეს ეს უფლება დეპუტატებს, ჟურნალისტებს, სხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგადად, ადამიანებს. ჟურნალისტების მინიმუმ 90%-ზე მეტს არც მოაფიქრდება კითხვის ფორმულირებით მისი შეზღუდვა… ალბათ ყველა ხვდება, რომ არაფერთან ეს ხალხი არ მიიშვება. ამიტომ არის სწორი და სახელმწიფოებრივი, ეროვნული ვალდებულება, რომ არც ერთ „ნაცს“ არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რომელიმე სერიოზულ საკითხზე.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ მათი პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან. ანტიეროვნულობა და ფსევდოევროპელობა არა მხოლოდ ტრადიციების, საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მსგავსი ფაშისტური ლიბერალიზმის ტრენდების დამკვიდრების მცდელობაც.

რა უნდა დაუპირისპირდეს ამას? - მხოლოდ მყარი, პრინციპული, ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად პროგრესული, სიმართლეზე დაფუძნებული და რეალურად პროევროპული მიდგომები, რომელთა პოზიტიურმა, ისტორიულმა სინთეზმა უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყნის გაერთიანება, მისი ევროპული მომავალი და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი