ამ ერთსაათიან ტყუილებს რომ არ ეშვებიან?! აღარავის სჯერა მათი, სულ ტყუილად ირჯებიან. საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია ამათ დასცინის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
549 19 მაისი 2023, 15:38

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ტელეარხებზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც თითქოს დღეს რუსეთიდან ჩამოფრენილ რეისზე ქართული ცეკვა შესრულდა. სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო 2021 წელსაა გადაღებული, სადაც უკრაინელი ბორტგამცილებლები არიან.

ექსპერტის თქმით, ვეღარ შეიგნეს 21-ე საუკუნეა და ადვილია ნამდვილი ინფორმაციის მოძიება.

„ამ ერთსაათიან ტყუილებს რომ არ ეშვებიან?! ვეღარ შეიგნეს 21-ე საუკუნეა და ადვილია ნამდვილი ინფორმაციის მოძიება. აღარავის სჯერა ამათი, სულ ტყუილად ირჯებიან. მათი სექტის არ ვიცი და საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია დასცინის მათ. ფაქტები რომ არ აქვთ ამ ხელისუფლების თუნდაც ერთი დაშვებული შეცდომის, ამიტომაა რომ რას იძახიან და რას ავრცელებენ, თვითონაც აღარ იციან. ძალიან ვიცინე ამ ნიუსზე, თან მიკვირს სუხიშვილებმა რატომ არ გააკეთეს განცხადება“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი