ამირან სალუქვაძე: 2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს - 2010 და 2012 წლებში ვინც ამას ტაში დაუკრა, დღეს აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
526 19 მაისი 2023, 17:06
2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მორალია ის, თუ რა თარიღს დაამთხვია პირველი პირდაპირი რეისი, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი რომ 9 აპრილს ლარსის გამშვებ პუნქტს ეწვია და რუს ტურისტებს დახვდა, ეს ექსპრეზიდენტის და მისი გუნდის მორალია.

ექსპერტის თქმით, პუტინის მიერ სავიზო შეზღუდვის გაუქმება და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გათვლილია  როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე საერთაშორისო რეაქციაზე.

„9 აპრილს, სწორად ხედავთ, 2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს.

ამ ფაქტს, ანუ 9 აპრილს საზღვარზე დახვედრას  რუსეთის მოქალაქეებისთვის 2010 და 2012 წლებში ვინც ტაში დაუკრა, დღეს აპროტესტებს.

რუსეთმა რომელ დღეს დაამთხვია ეს რეისი, ეს რუსეთის მორალია. სააკაშვილი რომ 9 აპრილს მივიდა ლარსზე, ეს სააკაშვილის და მისი გუნდის მორალი. ახლა დარბიან გიჟებივით.

გახსოვთ რა დავწერე იმ დღეს, როცა პუტინმა ვიზების და ფრენების შეზღუდვა გააუქმა, რომ ეს გათვლილი იყო ჩვენს შიდა პოლიტიკაზე და გარე რეაქციებზე? ზუსტად ეს ხდება, ზუსტად უსრულებენ.

არაუშავს, წელს საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.“ - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი