ლევან ნიკოლეიშვილი „მაკდონალდსის“ ბანერებზე: არ გამკვირვებია, რომ ამ კომპანიამ დეზინფორმაციაზე ააგო კამპანია, რადგან PR სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანუკიე ჟრჟოლიანის გოგო, მარიამ გეგუჩაძეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
544 19 მაისი 2023, 17:30
თემურა ჭყონიას ბოდიში მოუხდია, არ ვიცოდი რომ ''მაკდონალდსის“ კამპანიის შესახებ, უნდა გამეკონტროლებინაო. ეს ვისაც გინდათ, მან დაიჯეროს, მაგრამ მე პირადად არ მჯერა, -  ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, არ გაკვირვებია, რომ „მაკდონალდსმა“ კამპანია ტყუილზე ააგო, ვინაიდან ამ კომპანიის PR სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძეა. 

„თემურა ჭყონიას ბოდიში მოუხდია, არ ვიცოდი რომ ''მაკდონალდსის“ კამპანიის შესახებ, უნდა გამეკონტროლებინაო. ეს ვისაც გინდათ, მან დაიჯეროს, მაგრამ მე პირადად არ მჯერა. არც ის გამკვირვებია, რომ ამ კომპანიამ დეზინფორმაციაზე ააგო კამპანია, რადგან PR სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანუკიე ჟრჟოლიანის გოგო, დედალი გიგია მაქარაშვილი - მარიამ გეგუჩაძეა. ახლა ხომ ხვდებით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან ჭყონიას კანტორაში?“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე. 

„მაკდონალდსმა“ გამოაკრა ბილბორდები, სადაც ეწერა, თითქოს ქვეყანაში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს. მოგვიანებით, ჭყონიამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ "ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს".
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი