დავით ქართველიშვილი: რა უნდა ქნა, თუ კი ნამუსგამოცლილი, გენმოდიფიცირებული, ტოტალური სიცრუით ინფიცირებული და ქართველმოძულეობით ვაქცინირებული არსება ხარ? დიახ. ორი წლისწინანდელი ამბის მოდელირება უნდა მოახდინო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
718 19 მაისი 2023, 20:18
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორი წლის წინანდელი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება, რომელშიც თვითმფრინავში ბორტგამცილებლის ცეკვა არის ასახული. ქართველიშვილის თქმით, იმ ადამიანების საქციელი, ვინც ორი წლის წინანდელი ვიდეო გაასაღა, როგორც დღეს მოსკოვი - თბილისის ავიარეისზე გადაღებული, არის გულისამრევი. 
„2021 წლის 27 მარტს "კიევი-თბილისის" რეისის ბორტგამცილებელმა იცეკვა. რა უნდა ქნა, თუ კი ნამუსგამოცლილი, გენმოდიფიცირებული, ტოტალური სიცრუით ინფიცირებული და ქართველმოძულეობით ვაქცინირებული არსება ხარ? დიახ. ორი წლისწინანდელი ამბის მოდელირება უნდა მოახდინო დღევანდელ "მოსკოვი-თბილისის" რეისზე. ეს გულისამრევიც კი არ არის. ეს იწვევს ბუნებრივ ზიზღს და მდგრად სურვილს - ამ უმგავსოებისაგან რაც შეიძლება შორს იყო. თუნდაც 11 კილომეტრის სიმაღლეზე. ნებისმიერი რეისის შესრულებისას. რომ ასევე იცეკვო სიხარულისგან, რომ ორიოდე საათით მაინც ამ არარაობებთან ერთ მიწას არ ტკეპნი..“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი