ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
568 20 მაისი 2023, 19:58
„მე ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, წინანდალში სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ჩაეკოცნა პუტინის პირადი მეგობარი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, როცა სააკაშვილი აშკარად და დაუფარავად ეპირფერებოდა პუტინსა და მის გარემოცვას, დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, პროტესტი არ გამოუთქვამს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% უკვე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. სწორედ ამიტომ მათი პროტესტი უადგილოა მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი არც არსებობს 

„მე ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, წინანდალში სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ჩაეკოცნა პუტინის პირადი მეგობარი.

ეს და ბევრი სხვა ფაქტი ბრწყინვალედ „გააპრავა“ ამ დღეებში თინათინ ბოკუჩავამ: „მაშინ სხვა მოცემულობა იყო! მაშინ მხოლოდ საქართველოს 20% იყო ოკუპირებული. ისიც იმიტომ, რომ ქართულმა ჯარმა დაუწყო რუსეთს ეს ომი. ახლა კი - უკრაინის 20%-ია ოკუპირებული! გესმით ეს განსხვავება?! ჩვენი უკრაინის!!!“ ამიტომ დათო ტურაშვილსა და მიხალკოვას ქორწილზე მე არაფერს დავწერ.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი