თამარ ჩიბურდანიძე: ფადი ასლიმ თქვა ის, რაც სურთ ოპოზიციის დიდ ნაწილს და მათ მხარდამჭერ უცხოელ პოლიტიკოსებს - საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
599 21 მაისი 2023, 12:23
„ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა“,-ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, ფადი ასლის Facebook სტატუსს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ფადი ასლის განცხადება მიმართულია, იმისკენ რომ  საზოგადოებაში ახალი აზრის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ დიდი თავის ტკივილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ახალი არ არის. მართალია, საერთაშორისო თანამეგობრობა 30 წელია ჩვენთან ერთად ცდილობს კონფლიქტების დარეგულირებას, მაგრამ უშედეგოდ. ყველასათვის ცხადია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოხდება რუსეთთან მათი დაპირისპირების გარეშე. რუსეთთან კონფლიქტში კი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები არ შევიდნენ და არც შევლენ. სულ სხვაა უკრაინის თემა, რომელიც ევროპის საზღვარია რუსეთთან და ეს ომი სწორედაც რომ მათი ომია.  ვინ უნდა დაგვეხმაროს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში? ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს? ვხედავთ, რომ თანდათან აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემები ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების სალაპარაკო ლექსიკიდან ქრება. ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. მან თქვა ის, რაც სურთ ოპოზიციის დიდ ნაწილს და მათ მხარდამჭერ უცხოელ პოლიტიკოსებს - საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე. ნატოშიც შესაძლოა მიგვიღონ, თუკი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, მაგრამ არსებობს კი საქართველოში თუნდაც ერთი ქართველი, ვინც ამის თქმას ხმამაღლა გაბედავს? ამის თქმა ღიად რომ ვერ გაბედეს, ამიტომ შემოაგდებინეს ფადი ასლის აზრი, რომელზედაც დაიწყება ჩვეული ტექნოლოგიებით საზოგადოებრივი აზრის შექმნა. მაგრამ, იმდენად ჩიხში არიან, რომ ვერ იაზრებენ, თუ რა ბომბი აუფეთქდებათ ხელში“,-წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი