თამარ ჩიბურდანიძე მეთიუ მილერის განცხადებაზე: პარტნიორობა და თანამშრომლობა უკეთეს მომავალს უნდა გვიქადნიდეს და არა უარესს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
534 23 მაისი 2023, 17:01
„ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან დღეს, უკრაინის ომის ფონზე 22%-ია, ხოლო ევროპის 33 %, საქართველოსი კი მხოლოდ 0.3%,  ტურისტები ამერიკაში უფრო მეტნი მიდიან რუსეთიდან, ვიდრე საქართველოში, სავიზო რეჟიმიც ამერიკისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ქართველებისთვის“, - ამის შესახებ სოციალური ქსელში  „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს  არცერთი ქვეყნისგან არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები,რომ  საქართველოში ომი არ იქნება.  „პოლიტიკას თავისი თამაშის წესები აქვს. ეს წესები შეიძლება საჭიროების მიხედვით შეიცვალოს, მაგრამ პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს - რაც მიუღებელია ჩემთვის, მიუღებელი უნდა იყოს შენთვისაც, თუკი პარტნიორები ვართ. რუსეთთან მიმართებით დასავლეთის განცხადებები რადიკალურად განსხვავდება მათი ქმედებისგან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ დასავლურმა საზოგადოებამ რუსული რეჟიმისგან დისტანცირება მოახდინა და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. პირველი ის, რომ რუსეთმა თავად აღადგინა მის მიერ გაუქმებული ფრენები საქართველოში და მეორე, საინტერესოა, რას გულისხმობს დასავლეთი რუსეთისგან დისტანცირებაში? ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან დღეს, უკრაინის ომის ფონზე 22%-ია, ხოლო ევროპის 33 %, საქართველოსი კი მხოლოდ 0.3%. ტურისტები ამერიკაში უფრო მეტნი მიდიან რუსეთიდან, ვიდრე საქართველოში. სავიზო რეჟიმიც ამერიკისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ქართველებისთვის. ამ მონაცემებით, ვინ უფრო დისტანცირებულია რუსეთისგან, ჩვენ თუ დასავლეთი? ჯოზეფ ბორელის  დღევანდელი განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთთან ირიბი ურთიერთობები არ შეწყვეტილა. რუსეთისგან პირდაპირ შეისყიდი ნავთობს თუ მისი ნავთობისგან სხვაგან გადამუშავებულ დიზელს, ერთი და იგივეა. გარდა ამისა, ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ ამბობს უარს რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე, ალუმინზე, ფერად ლითონზე, ძვირფას ქვებზე და ა.შ. მივმართავ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მეთიუ მილერს დღევანდელი თქვენი ურთიერთობა რუსეთთან არ არის იმდენად დისტანცირებული, რამდენადაც ჩვენი. თუკი ახლო წარსულში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მოსახლეობაში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება გარკვეული მიზნისთვის, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების პერიოდში, ეს უკვე შეუძლებელია.ხალხი თავად ეცნობა ინფორმაციას და ხედავს რეალობას. თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ის რეალობა, რაშიც საქართველო ცხოვრობს. ჩვენ არცერთი ქვეყნისგან არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები იმაზე, რომ საქართველოში ომი არ იქნება. არ გვაქვს პირობა იმისა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში ვინმე დაგვეხმარება. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც ძირითადად ჩვენი საზრუნავია. ამიტომ, უსამართლობაა პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან მუქარა იმაზე, რომ შესაძლოა ვიღაც დასანქცირდეს საქართველოში. თუ ვერ ან არ გვეხმარებით, იმის უფლება მაინც მოგვეცით, რომ თავად ვიზრუნოთ ჩვენივე პრობლემების მოგვარებაზე. პარტნიორობა და თანამშრომლობა უკეთეს მომავალს უნდა გვიქადნიდეს და არა უარესს“, - წერს Facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი