ლევან ნიკოლეიშვილი - ნაცმოძრაობის მიერ მოწყობილ 26 მაისს, როცა გვამებს სახურავებზე ყრიდნენ, ამ მანქურთების წკმუტუნი არ გამიგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 24 მაისი 2023, 22:55
 ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის ფასადზე წელს ევროკავშირის დროშა აღარ ფიგურირებს. 

 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განმარტებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ნათქვამია, რომ ყოველ წელს სხვადასხვა თემების ფარგლებში ხდება ქალაქის გაფორმება. 

 ექსპერტი იხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 26 მაისს, როდესაც ადამიანების გვამებს სახურავებზე ყრიდნენ, მაშინ მათი პროტესტი არ გაუგია. 

 “ნაცმოძრაობის მიერ მოწყობილ 26 მაისს, როცა გვამებს სახურავებზე ყრიდნენ, ამ მანქურთების წკმუტუნი არ გამიგია”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი