დავით ქართველიშვილი-ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს - ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ "დენით" გარდაცვლილ ადამიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 24 მაისი 2023, 23:38
“ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა - თავისუფლებაა,”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა საზეიმო გაფორმებაში. 

 ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. 

 “გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერც ერთი ჩვენი განმარტება ვერც დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს - მათ უბრძანეს "რუსულ პარანოიას" გადაყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე. 

მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს - ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ "დენით" გარდაცვლილ ადამიანებს. და ერთიც - ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა - თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან. https://netgazeti.ge/news/671345/?fbclid=IwAR3J6woiGPC5hmQ-nEkKvEXYrPDo5j3di8DE_XwggiPZvhsPEI6mdOxeanQ”- წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი