თამარ ჩიბურდანიძე: ევროპელობა სწორედ რომ საკუთარი ეროვნულის უპირატესობაა და არა თქვენსავით, საკუთარის ჩაქოლვა და სხვისი აღიარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 25 მაისი 2023, 11:45
"ბოროტები ხართ ყველა, ვინც დღეს ვითომ თემა იპოვეთ ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხს ატყუებთ, თითქოსდა შეგნებულად გააქრეს ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობიდან და რუსთაველიდან", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მას მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დღესასწაულების ანალოგიები, სადაც მხოლოდ ამ ქვეყნების სახელმწიფო დროშები ფიგურირებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან წელს 26 მაისის თემატიკა არის "თავისუფლება", ამიტომაც რუსთაველის გამზირზე საქართველოს სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. 

"ეს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღეა. აბა, დააკვირდით, სად არის ევროკავშირის დროშები?  თუ საფრანგეთი გავიდა ევროკავშირიდან? 
ასევეა მხოლოდ ეროვნული დროშებით მორთული ესპანეთის, იტალიის და სხვა ევროპული სახელმწიფოების ეროვნული დღესასწაულები. გადახედეთ არქივს. 

ბოროტები ხართ ყველა, ვინც დღეს ვითომ თემა იპოვეთ ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხს ატყუებთ, თითქოსდა შეგნებულად გააქრეს ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობიდან და რუსთაველიდან. არადა, საჯაროდ ახსნეს, რომ ევროკავშირის დროშები შარშან თემატური იყო, წელს კი სხვა თემაა - სრულიად ეროვნული. 

თქვენ ხომ ფრანგებზე და ევროპელებზე მეტად დიდი ევროპელები ხართ?  სამარცხვინოა თქვენი ქმედება, სამარცხვინო!  
 
ევროპელობა სწორედ რომ საკუთარი ეროვნულის უპირატესობაა და არა თქვენსავით, საკუთარის ჩაქოლვა და სხვისი აღიარება. თქვენ ევროკავშირში შესვლის შემდეგაც, რაშიც დარწმუნებული ვარ,  ასეთივე ხამები  დარჩებით. 

მე კიდე იმას გავაპროტესტებდი, თუკი ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე სხვა დროშა იფრიალებდა. შარშან,  თემატურ ღონისძიებაზე ეს  მისაღები იყო. ევროკავშირის დროშა მუდმივად ფრიალებს პარლამენტის თავზე და ასე იქნება მუდამ. 
 
ვულოცავ ჩემს ქვეყანას და ყველა ღირსეულ ქართველს  სახელმწიფო დროშებით აფრიალებულ  დამოუკიდებლობის დღეს! 
უფალმა ინებოს ჩვენი ყველაზე დიდი ოცნების ახდენა - საქართველოს გამთლიანება! აფხაზ და ოს ძმებთან ერთად კვლავ ძველი სიყვარულით  თანაცხოვრება! მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად გვსურს ევროკავშირი და მჯერა, ესეც იქნება! 
უფალი ფარავდეს საქართველოს!" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი