ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი სლოგანით ,,თავისუფლების სიყვარულით" გაიმართება - სუვერენიტეტი და თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
527 25 მაისი 2023, 12:26

აქ ხედავთ ევროკავშირის ბანერს? არა? სამაგიეროდ ვხედავთ ხელისუფლებას რომელმაც ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველების სისხლის გუბეებით, მოკლული ადამიანების სახურავზე შემოლაგებით, 800-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანით მიულოცა... დილისთვის საკუთარი მოქალაქეების სისხლი გადარეცხეს, სამხედრო აღლუმი და კონცერტი ჩაატარეს, ხოლო ჯალათებს ღირსების ორდენები დაკიდეს, ამ დროს, 2 - ი მიცვალებული ისევ სახურავზე იყო შემოდებული - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, 26 მაისის დეკორაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის დროშების არარსებობა ევროპული კურსიდან გადახვევისკენ მიუთითებს.


როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, წლევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი სლოგანით ,,თავისუფლების სიყვარულით" გაიმართება



„აქ ხედავთ ევროკავშირის ბანერს? არა? სამაგიეროდ ვხედავთ ხელისუფლებას რომელმაც ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველების სისხლის გუბეებით, მოკლული ადამიანების სახურავზე შემოლაგებით, 800-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანით მიულოცა... დილისთვის საკუთარი მოქალაქეების სისხლი გადარეცხეს, სამხედრო აღლუმი და კონცერტი ჩაატარეს, ხოლო ჯალათებს ღირსების ორდენები დაკიდეს, ამ დროს, 2 - ი მიცვალებული ისევ სახურავზე იყო შემოდებული... 
წლევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი სლოგანით ,,თავისუფლების სიყვარულით" გაიმართება, საქართველოს დროშებით არის მოფენილი მთელი საქართველო და თბილისი,  სუვერენიტეტი და თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება, დიახ ღირსებით გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები, ხოლო ომის და ღალატის პარტიას, ბოროტების სავანეს ,,ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში არასდროს დავაბრუნებთ!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი