დიმიტრი ხუნდაძე: სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 25 მაისი 2023, 15:26
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მცდელობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და აქციებზე გამოიყვანოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, მათ შორის - არარსებული სტუმრების დევნა და კრიმინალების გამართლება.

„ოპოზიციას მოეწონა წაუკითხავ კანონზე, ანუ ტყუილზე მობილიზებული აქცია და ცდილობს მსგავსი სატყუარა მეორედ გადაუგდოს საზოგადოებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ის სიცოცხლისუნარიანი  არ არის.

სამწუხაროა, რომ წაუკითხავი კანონის პროტესტის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო დეპარტამენტი, და თუკი ამის აღიარება ვინმეს პროდასავლურობის გამო არ სურს, ეს უფრო პროტყუილისტობას ნიშნავს, ვიდრე პროდასავლურობას, რაც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას აზიანებს. 

მათთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, რასაც  ხელისუფლება ეწინააღმდეგება, არარსებული სტუმრების დევნა, კრიმინალების გამართლება. 

„მოლოტოვის კოქტეილიანი“ დამნაშავეების ქმედებას, აქციებზე პოლიციასა და საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას, სამშობლოსთვის თავდადებად წარმოაჩენენ. სინამდვილეში კი, სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი