დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილს: ჯანსაღი პოლიტიკური ძალები აუცილებლად ჩაანაცვლებენ თქვენნაირ კოლექტიურ "კუბილიუსებს"... თქვენ კი არ აგცდებათ პოლიტიკურ სანაგვეზე დამსახურებული ადგილი, გოროზიასთან და "ჩაბანებთან" ერთად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
580 26 მაისი 2023, 14:09
"მინდა მადამ "პღეზიდანს" მოლოდინები გავუცრუო - ევროპა მხოლოდ "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლების მხრიდან (ვისი რეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით) არ იმართება და ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს, თქვენზე უკეთესად ესმით იმ საქართველოს ადგილი და არსი თანამედროვე მსოფლიოში, რომლის აზრზეც არ ხართ და არც არანაირი სურვილი გაქვთ - აზრზე იყოთ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 


ქართველიშვილის თქმით,  დღეს საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წარმომადგენლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მძღოლებად ემსახურებოდნენ რუს სამხედროებს. 


"მადამ "პღეზიდანი": "ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორ ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა".

აქ რომ გაჩუმებულიყო, კიდევ იფიქრებდა ადამიანი, რომ ეს რეზიდენტ-"პღეზიდანი" იმაში უხდის მათ ბოდიშს, რომ ანწუხელიძის წამებით მოკვლაზე ბრძანების მიმცემი ორი რუსი გენერლის პირად მძღოლებად, 2008 წლის აგვისტოში იმ ძალების წარმომადგენლები მუშაობდნენ, რა ძალებსაც დღეს თავად წარმოადგენს.

ანწუხელიძის მკვლელებს სამეგრელოში ემსახურებოდა - გუბეტნატორი გოროზია, ის გენერალ ჩაბანის პირადი ლაქია იყო. ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი - გენერალ ბორისოვის მძღოლი იყო. ასე რომ, მათი სამარცხვინო თანამონაწილეობა ანწუხელიძის წამებაში, ჩემთვის არანაირ ეჭვს არ იწვევს. ამ ორ მოღალატეს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა - იქვე, საკუთარ ჯიპებში, ამ ორი გენერლისთვის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოეყვანათ, თუნდაც საკუთარი მსხვერპლშეწირვის ფასად, მაგრამ ვისზე ან რაზე ვსაუბრობთ საერთოდ...

მოკლედ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. "პღეზიდანმა" გააგრძელა თავისი სამარცხვინო სიტყვა და ევროპის წინაშე მოქმედი ხელისუფლების გამო მოიხადა ბოდიშები. თურმე, აი ვინ ყოფილა მის თვალში "სამარცხვინო". მან სიტყვა "შეურაცხყოფაც" ახსენა და მისი ჭეშმარიტი არსი ჩვენ უნდა გვკითხოს, ვინც დღეს გავუძელით მისი ბაგეებიდან სახელმწიფო ღალატის შემცვლელი მორიგი "არიის" მოსმენას.

მინდა მადამ "პღეზიდანს" მოლოდინები გავუცრუო - ევროპა მხოლოდ "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლების მხრიდან (ვისი რეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით) არ იმართება და ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს, თქვენზე უკეთესად ესმით იმ საქართველოს ადგილი და არსი თანამედროვე მსოფლიოში, რომლის აზრზეც არ ხართ და არც არანაირი სურვილი გაქვთ - აზრზე იყოთ.

ეს ძალები აუცილებლად ჩაანაცვლებენ თქვენნაირ კოლექტიურ "კუბილიუსებს", როდესაც საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს მიუდგებიან პრაგმატულ და სამართლიან ჭრილში. თქვენ კი არ აგცდებათ პოლიტიკურ სანაგვეზე დამსახურებული ადგილი, გოროზიასთან და "ჩაბანებთან" ერთად. სულ ცოტა ხანში, არა "ოღევუაღ"-ს, არამედ - "ადიო"-ს ადგილს მიგიჩენთ, თქვენთვის უცხო და ამოუცნობი ქართველი ერი", - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი