ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს -რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ჩვენგან რატომ ითხოვთ, ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
669 30 მაისი 2023, 10:45

საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?,- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს მიმართავს.

ექსპერტის თქმით, მაშინ, როდესაც თავად ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით, რატომ ითხოვენ საქართველოსგან, მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით.

„კითხვები ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს: 1. საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. იხილეთ ფოტოზე ფრანკფურტი - შანიანი, ჟენევა - პეკინი. ასეთი ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს? 2. მესმის თქვენი, ამოკლებთ მარშრუტს, ამცირებთ ყველანაირ საავიაციო ხარჯებს, ამცირებთ ფრენის დროს, რითაც თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ა.შ. მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვთ, რომ ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით? რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით? 3. გუშინ დემარში რომ მოაწყვეთ, რა მოსთხოვეთ ვიცე-პრემიერს, ფრენების სფეროში სანქცია დააწესოს საქართველომ? პუტინმა გააუქმა მის მიერ დაწესებული სანქცია. იურიდიულად სხვა რა ფორმა არსებობს ფრენების შეჩერების, გარდა სანქციის დაწესებისა? P.S. ცნობისთვის. 2022 წელს რუსეთის საჰაერო მოძრაობის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში, როგორც შიდა, ისე ტრანზიტული ფრენებიდან, 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.“- წერს ამირან სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი