თამარ ჩიბურდანიძე: პოზიტიური გზავნილები ევროპიდან ოპოზიციას არ მოეწონებოდა, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
626 01 ივნისი 2023, 18:41
„რა იქნება  სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიციას არ მოეწონება ევროპიდან წამოსული ეს პოზიტიური გზავნილები და მათგან ახალი პოლიტიკური ოინები მოსალოდნელია. 




„ჯერ კიდევ ადრეა დასკვნების გამოტანა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა დადებითი მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა გუშინ და დღეს ევროპიდან წამოსულმა პოზიტიურმა გზავნილებმა. ისიც გაურკვეველია, თუ რა პოზიციას აირჩევენ  საბოლოოდ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ხვდებიან, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათი ქმედება ფუჭია. საქართველოს ხელისუფლებამ მათ პოლიტიკური ბრძოლა მოუგო. 

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოეწონებოდა პოზიტიური გზავნილები ევროპიდან, რადგან სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან და მოახლოებული არჩევნებიც პირწმინდად წაგებული აქვთ. ამიტომ მათი მხრიდან კიდევ ბევრ პოლიტიკურ ოინებს უნდა ველოდოთ. 

რა იქნება  სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის ფონზე ოპოზიცია ვეღარ შეძლებს ისე წარმატებით იმუშაოს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, როგორც მუშაობდნენ აქამდე. თუმცა, საკუთარი ქვეყნის მტრობისთვის ფანტაზიები ეყოფათ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი