ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილს: ისევ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს მიაწექი მიშა, გეოპოლიტიკური ფილოსოფიით ვერავის ყურადღებას ვერ მიიქცევ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
559 02 ივნისი 2023, 18:13
„ნაძირალამ გაიღვიძა, იფიქრა, საერთოდ არ ჩამოვრჩე მოვლენებსო და ახალი სიბრძნე გამოაცხო“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის აფხაზეთისა და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის მზადებასა და ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოწყობაზე საუბრობს. 

ქადაგიძის თქმით, სწორედ სააკაშვილმა დათმო კოდორის ხეობა უბრძოლველად, ხოლო მისი მთავრობის დიდი ნაწილი ომის დროს ქვეყნიდან გარბოდა. 

„ნაძირალამ გაიღვიძა, იფიქრა, საერთოდ არ ჩამოვრჩე მოვლენებსო და ახალი სიბრძნე გამოაცხო.
არადა, ეს ის კაცი არ არის, კოდორი უომრად რომ ჩააბარა ოკუპანტს და მთელი თავისი მთავრობა წითელ ხიდზე გარბოდა?
თქვენი ფსოუზე გავლებული საზღვარი ვნახეთ და ისიც, გორში როგორ ფორთხავდი...
ასე რომ, ისევ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს მიაწექი მიშა, გეოპოლიტიკური ფილოსოფიით ვერავის ყურადღებას ვერ მიიქცევ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი