ლევან ნიკოლეიშვილი  სააკაშვილზე - არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
566 02 ივნისი 2023, 18:23
ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ს რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პატიმარ სააკაშვილის განცხადებას. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

„არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა, მაგრამ სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა უკვე იცით რას ემსგავსება? დიახ, მიცვალებულის თავის წამოწევას! ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ს რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება! ნეტავ, თვითონ თუ სჯერა რას ბოდიალობს? ალბათ ისევ უცხოელმა ლობისტებმა და "პიარშიკებმა" ურჩიეს ასე თქვიო! აი, წინა რჩევებმა ხომ გაამართლა, ისე იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ მიცვალებული კი არ ადგა, მაგრამ ადგომას ნამდვილად ცდილობს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი