გია აბაშიძე: ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი „თვითგათეთრებისთვის“ მორიგ ჯერზე ხარჯავს დიდძალ თანხას, „ფორმულამ“ აშშ-ში $420 ათასად დაიქირავა ლობისტური კომპანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 05 ივნისი 2023, 12:02

ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი „თვითგათეთრებისთვის" მორიგ ჯერზე ხარჯავს დიდძალ თანხას, სანაცვლოდ მიიღებს ისევ ვერაფერს. მისმა ჯიბის ურეიტინგო „ფორმულამ“ აშშ-ში $420 ათასად დაიქირავა ლობისტური კომპანია Cornerstone, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის.

„უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრი FARA ვერ დააფიქსირებს ავაზაკი კეზერაშვილის თანხის წარმომავლობას - ევროპელი პენსიონერებისგან წაღლეტილია, ქართული ჯარიდან მოპარულია თუ იარაღის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული დივიდენდებია. კრიმინალ კეზერაშვილს „თეთრი“ ბიზნესი არც არასდროს ჰქონია. მისი ეს მორიგი დანახარჯი ისეთივე "ეფექტური" იქნება, როგორც ხაბეიშვილის ანდა "ფორმულას" მარგი ქმედების კოეფიციენტი“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი