ვლადიმერ ბოჟაძე დავით კეზერაშვილზე: მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადაცა და ახლა ,,ფორმულას" შესახებ ,,სიმართლის" გავრცელებაში იხდის ფულს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 05 ივნისი 2023, 12:27
FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას" შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი,  ვლადიმერ ბოჟაძე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ტელეკომპანია „ფორმულა“ ნაძარცვი ფულით შექმნა, საზოგაოდებისთვის თვალის ასახვევად კი, წილების ნაწილი თანამშრომლებს გადასცა. ბოჟაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ „ბიბისის“ ცნობილმა სიუჟეტმა, სადაც კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ იყო საუბარი, მას ფული და შრომა წყალში ჩაუყარა. 

„FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას" შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადაცა და ახლა ,,ფორმულას" შესახებ ,,სიმართლის" გავრცელებაში იხდის ფულს. როგორც ჩანს კეზერას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ,,მედიამენეჯერად" მოხსენიება, თუმცა BBC-ის ცნობილმა სიუჟეტმა ეს ფულიც და შრომაც წყალში ჩაუყარა. დღეს კეზერას წინაამდეგ გამოძიებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიებისთვის ერთგვარი ,,იმუნიტეტის" შექმნის მცდელობაა ლობისტური კამპანიის დაფინანსება, თუმცა მილიარდობით ნაძარცი ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ,,პატიოსანი ადამიანის" იმიჯის შექნმაში, ვერ საქართველოს და ვერ ევროკავშირის მართლსაჯულებას ოლიგაქი კეზერაშვილი ვერსად დაემალება, ვერც მისი მართვადი ,,ნაცმოძრაობა", ვერც რადიკალური პოზიცია და ვერც მოსყიდული ენჯეო და მედია სექტორი უშველის!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი