ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილს: გიული ალასანიამაც მიხეილ სააკაშვილზე მილიონები დახარჯა, რაც კრახით დასრულდა. კრახით მათთვის, თორემ ლობისტებმა მშვენივრად შეირგეს ის ფული. შენც ეს ფული ვერ გაგათეთრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 05 ივნისი 2023, 13:24

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა! კაცმა რომ თქვას, რა მოხდა მერე, მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. სხვა გზა არ აქვთ, ამერიკელებს უნდა სთხოვონ დახმარება, რადგან საქართველოში ეს ტელევიზია ვერ „ქაჩავს“.


„ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტური კომპანიის დაიქირავა! კაცმა რომ თქვას რა მოხდა მერე…მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ, საიდან FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს!

ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის! სხვა რა გზა აქვთ, ამერიკელებს უნდა სთხოვონ დახმარება, აბა აქ საქართველოში ეს ტელევიზია ვერანაირად ვერ “ქაჩავს“ და ისევ უცხოელები უნდა ჩაერიონ თორემ უკვე ყველანაირად გაკოტრების პირასაა, პოლიტიკურად, ფინანსურად, მორალურად.

ლობისტურ მომსახურებაში დავით კეზერაშვილი „ ფორმულასთვის“ 420 ათას დოლარს გადაიხდის...ქვეყნიდან გაქცეული, ბრალდებული, პლუს ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი პირი, თავის პოლიტიკური მიზნებისთვის ამხელა თანხას იხდის და ამერიკელებს კითხვები არ უჩნდებათ?

თუმცა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამ ბოლო დროს ამერიკული ლობისტური კომპანიები დიდი წარმატებით ვერ გამოირჩევიან: გიული ალასანიამაც მიხეილ სააკაშვილზე მილიონები დახარჯა, რაც კრახით დასრულდა. კრახით ამათთვის, თორემ ლობისტებმა მშვენივრად შეირგეს ის ფული. ვერც კეზერაშვილს გაათეთრებს ეს ფული და არა მგონია ტვ "ფორმულასაც" რამე უშველოს“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი