ვლადიმერ ბოჟაძე კონსტანტინ ზატულინის განცხადებაზე: რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
600 06 ივნისი 2023, 16:31

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. დადასტურდა რომ სწორედ რუსეთისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ომის სცენარის იმგვარად განვითარება, როცა რუსეთი აგრესორის ნაცვლად აფხაზებისა და ოსების მხსნელად მოევლინებოდა მსოფლიოს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინასთან ომის დაწყებისას ის პუტინს საქართველოს ვარიანტს სთავაზობდა, „როდესაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს“ და რუსეთმა ოსეთი და აფხაზეთი აღიარა.

ბოჟაძის თქმით, სააკაშვილს და იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც, 6-პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს და ევროსაბჭოს რეზოლუციასაც მისცეს ხმა, ამ და 2008 წლის ომის შემდეგ ჩადენილი სხვა ქმედებების გამო, პასუხი არ უგიათ.

„კონსტანტინე ზატულინი: „პუტინს ვთავაზობდი სხვა ვარიანტს - საქართველოს ვარიანტს, როდესაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს და ჩვენ ვაღიარეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გავებმებოდით იმ მახეში, რომელშიც ახლა ვართ და მივეცით ყველას მიზეზი, რომ ეს ბლოკი შექმნილიყო ჩვენ წინააღმდეგ“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. დადასტურდა რომ სწორედ რუსეთისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ომის სცენარის იმგვარად განვითარება, როცა რუსეთი აგრესორის ნაცვლად აფხაზების და ოსების მხსნელად მოევლინებოდა მსოფლიოს... ალბათ ამ მიზანს ემსახურებოდა ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციისთვის ხმის მიცემა, კაპიტულანტურ 6 პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.! ზატულინის მოწონებული სცენარის არსებობას ომის შემდგომი პერიოდიც ადასტურებს: არც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნა, არც ორმხრივი სანქციების დაწესება. პირიქით, სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმის მიცემა და სხვა. სამწუხაროდ, დღემდე არც მიხეილ სააკაშვილს და არც სხვა მაღალჩინოსნებს სამშობლოს, ჯარის და ხალხის ღალატისთვის ჯერაც არ აქვთ პასუხი გაცემული, მიუხედავად სამართლებრივი პასუხისმგებლობის. ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს 2008 წლის ომს, რუსეთს ოკუპაციას და სააკაშვილის ღალატს!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი