თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მოქალაქეობის წესის გამარტივებაზე: ყველა საფეხური სამართლებრივად დახვეწილია და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნათა ყველა პრინციპს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 07 ივნისი 2023, 11:43

დესტრუქციული ოპოზიცია ამ სავალდებულო ცვლილებებში ისევ რუსეთის მოქალაქეებზე მორგებულ მოდელს ხედავს, რაც არასწორია და საკითხში გაუთვითცნობიერებელის განწყობას ტოვებს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივას, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პრემიერის დავალებით მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

„საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამ საკითხზე პრემიერის დავალებით მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

წარდგენილი ინიციატივა პასუხობს საქართველოს კონსტიტუციურ დანაწესს - სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ასევე სრულადაა გაზიარებული UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მოთხოვნები. მაგ: მოქალაქეობის არმქონეებს შეუმცირდეთ ცენზი.

უფრო დეტალურად - საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შემდეგი ცვლილებები შედის:
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება დრო და რესურსი.

პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში, გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება. ყველა საფეხური სამართლებრივად დახვეწილია და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მოთხოვნათა ყველა პრინციპს.

დესტრუქციული ოპოზიცია ამ სავალდებულო ცვლილებებში ისევ რუსეთის მოქალაქეებზე მორგებულ მოდელს ხედავს, რაც არასწორია და საკითხში გაუთვითცნობიერებელის განწყობას ტოვებს.

მინაწერი: დესტრუქციულნო, სანამ მედიასთან კომენტარის მისაცემად დადგებით, გადაიკითხეთ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და ნაკლებად შერცხვებით.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი