ირაკლი ლატარია სალომე ზურაბიშვილზე - ხელს არ აწერს არაფერს, რაზეც მოსაწერი აქვს, ეს არ არის სახელმწიფოებრივად აზროვნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
511 07 ივნისი 2023, 12:25
რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? ჯერ მიშა არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა, ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება.. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.
ექსპერტი ეხმიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
„რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? ჯერ მიშა იყო და არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა არის და სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა და ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება.. არ არის ეს სახელმწიფოებრივად აზროვნება, არა.... რა ვიცი, გვარამია რომ აგინებდა, არ გავცემ პასუხსო, არ ეკადრება ეგ პრეზიდენტის ინსტიტუტსო - ასე საუბრობდა და ახლა ეკადრება ? მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რომელიმე მიმართულებას პრობლემას უქმნი, პრეზიდენტის ინსტიტუტს ეკადრება?“ - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი